უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას 700 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას ჩერნოვეცში განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტი ბიუჯეტის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა პარტნიორები მზად არიან, ერთობლივი ძალებით დაეხმარონ ქვეყანას.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მილიარდი ევრო გამოყო, ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის კი 400 მილიონი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Telegram არხზე დაწერა.