ნიდერლანდებმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Telegram არხზე წერს.
"სატელეფონო საუბრისას პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ შემატყობინა, რომ ნიდერლანდებმა დამატებით მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, 400 მილიონი კი [ინფრასტრუქტურის] აღდგენისთვის.
მადლობა, მარკ, მადლობა, ნიდერლანდელებო! ეს უკრაინის მხარდაჭერის სამაგალითო ნიმუშია", - წერს ზელენსკი.
ამასთან, 6 აპრილს, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას გეგმავს. მისი თქმით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას ზაფხულისთვის შეძლებენ.