ზელენსკი: უკრაინისა და აშშ-ის გუნდები მომავალი შეხვედრისთვის მუშაობენ, წინსვლას ვხედავთ

ზელენსკი: უკრაინისა და აშშ-ის გუნდები მომავალი შეხვედრისთვის მუშაობენ, წინსვლას ვხედავთ

დღეს უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

"ყველა ხედავს, რამდენად სწრაფად ვითარდება დიპლომატიური მოვლენები. დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა გუნდებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ანდრეი ერმაკმა და მაიკ უოლცმა მოლაპარაკებები გამართეს და ჩვენ წინსვლას ვხედავთ. იმედი გვაქვს, მომავალ კვირაში ვიხილავთ პირველ შედეგებს. დღეს მქონდა საუბრები ნიდერლანდების, პორტუგალიის, სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან, ასევე გერმანიის კანცლერთან. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ვემზადებით ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ხვალ ბრიუსელში გაიმართება. ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მადლობა ყველას, ვინც მუშაობს უკრაინისთვის და ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის!" -აღნიშნა ზელენსკიმ.