უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია გავლენა მოახდინოს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე.
"ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე. თუ ტრამპი მზად არის NATO-ში უკრაინა იხილოს, ჩვენ ვიქნებით NATO-ში, ყველა მხარს დაუჭერს [უკრაინის გაწევრიანებას]. თუ პრეზიდენტი ტრამპი არ არის მზად, რომ NATO-ში გვნახოს, ჩვენ არ ვიქნებით NATO-ში", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, თავდაპირველად ზოგი ერთი ქვეყანა არაგამჭვირვალე პოლიტიკას ატარებდა და უკრიანის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერდა.
"ეს იყო ცარიელი სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, რადგან ათობით წელი გავიდა და უკრაინა ალიანსის წევრი არ გამხდარა. ეს არ იყო გულწრფელი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და გერმანიას სუსტი პოზიცია ჰქონდათ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რუსეთთან დიალოგს აწარმოებდნენ, თუმცა მისი აზრით, მათ ეს დიალოგი წააგეს.
"ვისურვებდი, სხვების პატივისცემის დონე უკრაინის მიმართ გამეთანაბრებინა. ჩვენ ვიბრძვით უსაფრთხოების გარანტიებისთვის, გვინდა, ვიყოთ NATO-ში და ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჩვენ მხარს გვიჭერს", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოთხი ქვეყანაა, რომლებიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერენ: აშშ, გერმანია, სლოვაკეთი და უნგრეთია.