
[ტრამპთან სატელეფონო საუბარი] ალბათ საუკეთესო საუბარი იყო, რაც აქამდე გვქონია. მაქსიმალურად პროდუქტიული. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის თემა. მადლობელი ვარ დახმარების მზაობისთვის.
PATRIOT-ის რაკეტები ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის გასაღებია. ჩვენ განვიხილეთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც ჩვენი გუნდები დეტალურად შეიმუშავებენ უახლოეს მომავალში შეხვედრებზე.
ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარზე.
გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ-ს სურს, უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმაროს.