Axios-ის წყაროები: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ-ს სურს, საჰაერო თავდაცვაში დაეხმაროს

Axios-ის წყაროები: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ აშშ-ს სურს, საჰაერო თავდაცვაში დაეხმაროს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს უკრაინას საჰაერო თავდაცვაში დაეხმაროს. ინფორმაცია გამოცემა Axios უკრაინულმა ოფიციალურმა პირმა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდეს.

ორი წყაროს ცნობით, ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა და ძირითადი აქცენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე გაკეთდა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპს რუსეთთან ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, მათ შორის უკრაინის ქალაქებსა და ფრონტის ხაზზე საჰაერო დარტყმების შესახებ.

"ტრამპმა თქვა, რომ სურს საჰაერო თავდაცვაში დახმარება და თუ რამე შეჩერდა, გადაამოწმებს, რა შეჩერდა", - თქვა წყარომ.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპი და ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და უკრაინის ჯგუფები მალე შეხვდებიან საჰაერო თავდაცვისა და სხვა იარაღის მიწოდების საკითხებზე.

კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა უკრაინის არმიისთვის იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა.