კობახიძე: EU-ის ქვეყნებს იდენტობას უკარგავენ, ერთადერთი უნგრეთი იცავს თავს ეფექტურად

ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში პირდაპირ ევროპული ბიუროკრატია ჰყავთ ჩართული. ევროპული ბიუროკრატია "დიფსთეითს"ევროკავშირისა და ევროპის მოსახლეობის ობიექტური ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაშიც ჰყავს ჩართული. 1945 წლიდან 2008 წლამდე ევროკავშირში იყო უწყვეტი მშვიდობა. მათი [უცხოელმა აგენტებმა], რომლებიც არიან ჩაბუდებულნი დიფ სტეიტში, გამოიწვიეს ევროკავშირში ეკონომიკის ვარდნა...

ევროკავშირის ქვეყნებს იდენტობას უკარგავენ - ერთადერთი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში საკუთარ თავს ეფექტურად იცავს, არის უნგრეთი. არის ერთი-ორი ქვეყანა, რომელიც ასევე რაღაცნაირად ახერხებს საკუთარი იდენტობის დაცვას. იგულისხმება როგორც ეროვნული, ისე რელიგიური იდენტობა. სხვა ქვეყნებში კი ვიცით, სტატისტიკურად, რა პირობებია ყველა მიმართულებით. ასეთ პირობებში, არ გაგვიკვირდება, როცა ევროპელ ბიუროკრატებს საკუთარი ეროვნული ინტერესები არ ადარდებთ, რომ მათ, მით უმეტეს, საქართველოს ეროვნული ინტერესები არ ადარდებთ.

განაცხადა "ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.