
ამ წუთებში ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების შესახებ დებატები მიმდინარეობს, ხოლო ამავე საკითხზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება.
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება:
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.
ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა.
ცნობილია, რომ მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით, მოგზაურობა შეუძლიათ.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივების შესახებ კენჭისყრა ზოგად საქმეთა საბჭოშიც, 17 ნოემბერს გაიმართება.