სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია გაათავისუფლეს

სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია გაათავისუფლეს

სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რუსლან შამახია თავისუფალია. ინფორმაცია ამის შეასახებ შს-ის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე დაადასტურა.

მისი თქმით, შამახიას დაკავებისას ამოღებული საბრძოლო მასალა მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნებოდა.

"ქალაქ თბილისის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებულ ს.ფ. რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესასბამისად დაკავებული პირი გათავისუფლდა", - განაცხდა დარახველიძემ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, შამახია 5 ოქტომბერს დააკავეს.