ზელენსკი ტრამპს: ომის პრობლემებს ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა

ზელენსკი ტრამპს: ომის პრობლემებს ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა

ომის პრობლემებს ახლა ვერ გრძნობთ, რადგან შუაში „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობთ, -ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს

ამან ტრამპისა და ჯეი დი ვენსის გაღიზიანება გამოიწვია. საპასუხოდ, ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ არის იმ პოზიციაში მათ უკარნახოს, რას იგრძნობენ.

ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია 2014 წელს დაიწყო. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა მოგვიანებით მაინც განაახლა სრულმასშტაბიანი ომი. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის ესკალაცია არაერთი ამერიკელი ლიდერის მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ემხრობა არც ერთ მხარეს. მისი თქმით, შეუძლებელია, ერთდროულად გააკრიტიკო რუსეთის ლიდერი და პარალელურად მასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ილაპარაკო, რადგან ასეთი მიდგომა შედეგს ვერ გამოიღებს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის მიმართ მტკიცე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.