ზელენსკი სუნაკს: ძალიან ბევრი გააკეთეთ თქვენ, თქვენმა ხალხმა, მთელი გულით მადლიერები ვართ

ძალიან ბევრი გააკეთეთ თქვენ, თქვენმა ხელისუფლებამ, მისმა უდიდებულესობა მეფემ და თქვენმა ხალხმა. ჩვენ მთელი გულით მადლიერები ვართ. დიდი პატივია აქ [ჩექერსში] ყოფნა პირველად. თქვენ თქვით, რომ არ იქნება უკანასკნელად. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი - სასწრაფო მხარდაჭერა უკრაინის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან შეხვედრისას.

დღეს ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს ხვდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი პარიზში, ბერლინსა და რომში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ლიდერებთან გამართა შეხვედრები.