ზელენსკი: საქართველო, რომელიც მიიწევდა EU-სა და NATO-სკენ, მთლიანად რუსეთისკენ ბრუნდება

არ მინდა ვისაუბრო ბანალურ საკითხებზე, რომ პუტინს სურს დაიბრუნოს საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორია და მათზე გავლენა. მაგრამ ის ამას ნელ-ნელა აკეთებს. ხალხმა უნდა იცოდეს დეტალები. მაგალითად, საქართველო, რომელიც მიიწევდა ევროკავშირსა და NATO-სკენ, მთლიანად რუსეთის მხარეს ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტი და აფხაზეთის საკითხი, როგორც ჩვენ გვაქვს დონბასი.

[აფხაზეთი] კონტროლდება შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ. აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი, მაგრამ ჩამკვდარი ნაწილია. თუ ოდესმე შესაძლებლობა გექნებათ, წადით იქ, თქვენ გაიგებთ, რომ ის უბრალოდ ჩაკვდა, რადგან პუტინს ასე უნდოდა. მას უნდოდა არ დაეშვა მათი განვითარება, რადგან გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში და NATO-ში არ მიგიღებენ, რადგან ახლა, დიახ, გაყინული კონფლიქტის გამო, არ გიღებენ. ეს არის, რაც პუტინმა გააკეთა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს ეს გავლენა. ანუ, მან საქართველო უკან მოიბრუნა.

ახალგაზრდები, სტუდენტები ყველა ტოვებს [ქვეყანას] და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ პატარაა. ისინი მიდიან და მათ სურთ ევროპაში ცხოვრება, განვითარება, ზოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ევროპაში, ზოგი ევროკავშირში, ზოგი ბრიტანეთში.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბლოგერის, ლექს ფრიდმანის პოდკასტში.