ზელენსკი ფრონტის წინა ხაზზე, ქალაქ პოკროვსკში ჩავიდა

ზელენსკი ფრონტის წინა ხაზზე, ქალაქ პოკროვსკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში ჩავიდა, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე მდებარეობსო. ზელენსკიმ ადგილიდან ვიდეო გაავრცელა.

როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, ოთხშაბათს დონეცკის რეგიონში შეხვედრა გამართა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გენერალ ანდრეი გნატოვთან.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ მან შეხვედრა გამართა დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მცხოვრებლების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის მხარდაჭერის საკითხებზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ზელენსკიმ არაერთხელ მოინახულა ფრონტის ხაზი, კერძოდ ის იყო ხარკვივისა და ხარკივის ოლქში, ხერსონში, ჩავიდა ბახმუტსა და ავდიივკაში, რომელიც მოგვიანებით რუსულმა ჯარმა დაიპყრო.

პოკროვსკი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია დონეცკის რეგიონის დასავლეთით. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე უმძიმესი ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს.

ბოლო თვეებში რუსული ჯარები პოკროვსკისკენ ავდიივკას დასავლეთ პოზიციებიდან უტევენ.