ზელენსკი პუტინს: თუ მიზანი შეხვედრის თავიდან აცილებაა, ჩემი მოსკოვში მიწვევა საუკეთესო გზაა

ზელენსკი პუტინს: თუ მიზანი შეხვედრის თავიდან აცილებაა, ჩემი მოსკოვში მიწვევა საუკეთესო გზაა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე, მათი შეხვედრა მოსკოვში შედგეს.

"თუ მიზანი შეხვედრის თავიდან აცილებაა, მაშინ ჩემი მოსკოვში მიწვევა საუკეთესო გზაა", - თქვა ზელენსკიმ.

3 სექტემბერს პუტინმა თქვა, რომ მზად არის ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოსკოვში ჩატარდება.

პუტინის განცხადება მოჰყვა აგვისტოში გამართული შეხვედრების სერიას, რომელიც დონალდ ტრამპის ინიციატივით გაიმართა. ალასკაში პუტინთან გამართული მოლაპარაკებები შედეგიანად არ დასრულებულა, თუმცა ვაშინგტონში ზელენსკისთან და ევროპელ/NATO ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპს ომის დასრულების მიმართულებით პროგრესის დაჩქარება სურს.

მიუხედავად ამისა, კრემლმა არაერთხელ უარყო ზელენსკისთან უშუალო მოლაპარაკების შესაძლებლობა. პუტინმა კვლავ დაადანაშაულა დასავლეთი და NATO უკრაინის ომში, რომელიც 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო. მისი თქმით, ომი „უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო, რომელსაც დასავლეთი იჭერდა მხარს“, ხოლო მეორე მიზეზად „უკრაინის NATO-ში ჩართვის მცდელობა“ დაასახელა.