უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ოდესა. გაიმართა შეხვედრა სამხედრო ხელმძღვანელობასთან და რეგიონულ ხელისუფლებასთან. განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება.
ყურადღება გავამახვილეთ ზამთრისთვის მომზადებაზე, ჩვენი ხალხის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული სისტემის დაცვაზე რუსული ტერორისგან", - წერს Facebook-ზე უკრაინის პრეზიდენტი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.