უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დღეს კურსკის რეგიონში კარგი წინსვლა ჰქონდა. ამის შესახებ მან ვიდემიმართვაში ისაუბრა.
"დღეს კურსკის რეგიონში კარგი წინსვლაა - ჩვენ ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდიც [რუსი ტყვეები] მნიშვნელოვნად შევავსეთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის წევრებს შეხვდა, სადაც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, უკრაინა წესების მიხედვით იბრძვის და აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს.