
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის დაზვერვას აქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებს.
ზელენსკიმ განცხადება გააკეთა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვის მოხსენების შემდეგ და აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს.
„ვაფიქსირებთ რუსული ხელისუფლების ინტელექტუალური დეგრადაციის პროცესს და გვაქვს მტკიცებულება, რომ ისინი ევროპაში სამხედრო გეგმებს აყალიბებენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკას სანქციები სერიოზულად აზიანებს, რაც საერთაშორისო ზეწოლის სწორ სტრატეგიას ადასტურებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებს დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას უზიარებს და ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირთან ერთობლივ ნაბიჯებს ამზადებს.