საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს განაცხადა, რომ საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო.

ამის შესახებ მან გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"დადგა დრო. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულებიდან გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში ისრაელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს," - განაცხადა მაკრონმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პალესტინის სახელმწიფო ასევე აღიარეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ.

დასავლური გამოცემების ცნობით, უახლოეს მომავალში პალესტინის სახელმწიფოებრიობას კიდევ რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს.