
დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს, რის გამოც დროებით შეჩერებულია ყველა ფრენა.
ოფიციალური პირების ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე ორი ან სამი დიდი ზომის დრონი დაფრინავდა.
„[აეროპორტი] ამჟამად დახურულია ასაფრენად და დასაფრენად, რადგან ტერიტორიაზე 2-3 დიდი ზომის დრონი შენიშნეს. ამჟამად უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული შეზღუდვა,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან საუბრისას, კოპენჰაგენის აეროპორტის სპიკერმა დაადასტურა, რომ აეროპორტის საჰაერო სივრცე დაუდგენელი დრონების გამო დაიკეტა.
„პოლიცია იძიებს ამ საკითხს და ამ დროისთვის, გახსნის ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს,“ - განაცხადა სპიკერმა.