
დღეს საღამოს უკრაინამ მოსკოვსა და მის გარეუბნებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერი, სერგეი სობიანინი ადასტურებს.
მისი მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოსკოვის თავზე ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ადგილობრივი მედია გამოცემები ასევე იუწყებიან, რომ მოსკოვის მასშტაბით ძლიერი ხმაური ისმოდა.
მათივე ცნობით, შერემეტიევოს აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა.
არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ.