ზელენსკი: აუცილებელია ზეწოლის გაზრდა მოსკოვზე, რათა ეს ომი შეწყდეს

ზელენსკი: აუცილებელია ზეწოლის გაზრდა მოსკოვზე, რათა ეს ომი შეწყდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას თითქმის 150 დამრტყმელი დრონით შეუტია. მისი თქმით, თავდასხმების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი.

ზელენსკის ინფორმაციით, კიევში სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. ზაპოროჟიეში გუშინ სამი ადამიანის – მამის, დედისა და მათი 17 წლის ქალიშვილის – სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას თითქმის 150 დამრტყმელი დრონით შეუტია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდასხმას ათი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვი. კიევში თავდასხმამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არიან მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი. ზაპოროჟიეში გუშინ სამი ადამიანი დაიღუპა – ოჯახი: მამა, დედა და მათი 17 წლის ქალიშვილი. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამგვარი თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა 1,580-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1,100 დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა ტიპის 15 რაკეტა. ამ იარაღში გამოყენებულია სულ მცირე 102,000 უცხოური კომპონენტი. სწორედ ამიტომ, რუსი ტერორისტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უფრო ეფექტურად უნდა ამოქმედდეს. ყველა სქემა, რომელიც მათ სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, უნდა განადგურდეს. აუცილებელია ახალი გადაწყვეტილებები და გაზრდილი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ასეთი თავდასხმები და ეს ომი შეწყდეს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა და ჩვენი არმია – მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რეალური დახმარებით. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც ამას აცნობიერებს და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას", - წერს ზელენსკი.