
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ომის დასრულება ერთ კვირაში შეუძლებელია, რადგან მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ განიხილება და ამ საკითხზე კონკრეტული შეხვედრები არ ყოფილა.
ზელენსკიმ ეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "უკრაინა. 2025 წლის გზა" თქვა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში დასრულდეს.
"ამ კვირაში ომის დასრულება შეუძლებელია უკრაინისთვის [უსაფრთხოების] გარანტიებით. ყოველ შემთხვევაში, გულწრფელად არ ვიცი, როგორც შეიძლება ეს გაკეთდეს ჩვენთან შეხვედრების გარეშე.