თეთრი სახლის პრეს-მდივანი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრეს-მდივანი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში დასრულდეს.

"პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობენ ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, რათა კონფლიქტის დასრულებას ხელი შეუწყონ. იგი დარწმუნებულია, რომ ეს შესაძლოა უკვე ამ კვირაშიც მოხდეს", – განაცხადა კაროლინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ.

მისივე თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ უოლცი, შაბათ-კვირას უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს შეთანხმების მისაღწევად. გარდა ამისა, აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი, აქტიურად მონაწილეობს უკრაინასთან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვების შეთანხმების განხილვაში.

"რაც შეეხება სტრატეგიულ მინერალებს, ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია პრეზიდენტისთვის. იგი მიიჩნევს, რომ ეს არამხოლოდ ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვან ეკონომიკურ თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს აშშ-ისა და უკრაინას შორის, რაც ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენასაც დაეხმარება", – განაცხადა ლევიტმა.