მოსამართლემ დღეს დაკავებული კიდევ 3 ადამიანი პატიმრობაში გაუშვა, დარბაზიდან გაათავისუფლა 1

მოსამართლემ დღეს დაკავებული კიდევ 3 ადამიანი პატიმრობაში გაუშვა, დარბაზიდან გაათავისუფლა 1

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ლარა ნაჭყებიას, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე "სახის დაფარვის" გამო 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამასთანავე მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ პატიმრობაში ასევე გაუშვა ნინო სვანიძე 5 დღით, ხოლო საბა ხომერიკი 8 დღით.

სასამართლო დარბაზიდან თორნიკე თხილავას, ლაშა ჩხარტიშვილისა და მანუჩარ მაჭავარიანის შემდეგ ასევე გაათავისუფლეს გელა გამყრელიძე.

14 ადამიანი "ოცნების" პოლიციამ დღეს გზის გადაკეტვისა და "სახის დამალვის" გამო დააკავა.

მოსამართლემ ლევან მარგიანს გზის "ხელოვნურად გადაკეტვის", ხოლო გიორგი ყიასაშვილს პიბადის ტარების გამო 6-დღიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

დაკავებულთა შორის ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაიაა.