პოლიციამ რუსთაველზე ადამიანებს პირბადის ტარებისთვის ოქმი შეუდგინა

პოლიციამ რუსთაველზე ადამიანებს პირბადის ტარებისთვის ოქმი შეუდგინა

რამდენიმე წუთის წინ "ოცნების" პოლიციამ რუსთაველზე აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და მათთვის ოქმების შედგენა დაიწყო.

ცნობილია, რომ მათ, პირბადის ტარებისთვის, ოქმი შეუდგინეს აფხაზეთიდან დევნილ მოხუცებულ აზა ჩილაჩავას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, მიხეილ ზაქარეიშვილს.

ზაქარეიშვილის თქმით, მან დღეს პირბადე პროტესტის ნიშნად გაიკეთა.

დღეს ამავე საფუძვლებზე "ოცნების" შსს-მ 14 ადამიანი დააკავა.

მათივე განცახდებით, კიდევ 13-ის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება.