
30 მედია ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებაში ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს.
მათი თქმით, რომ სანაიას დაკავება "თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია."
„19 ოქტომბერს დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას. პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება.
დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და “ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს “ქართული ოცნების” მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.
მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს", - წერია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები:
ვახო სანაია "ოცნების" პოლიციამ გუშინ დილით 18 ოქტომბრის აქციაზე რუსთაველის გამზირის "ხელოვნურად გადაკეტვის" საბაბით დააკავა.
მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.