ზელენსკი: Patriot-ები რუსულ რაკეტებს აგდებს, ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ

ვინც არ უნდა თქვას რუსეთში, თითქოს ჩვენი Patriot-ები გაანადგურეს, ყველა ადგილზეა. Patriot-ები მუშაობს, აგდებს რუსულ რაკეტებს მაქსიმალურად ეფექტურად. არც ერთი Patriot არ განადგურებულა. რაც შეეხება ტერორისტულ სახელმწიფოს, ახლა მათი ერთადერთი საზრუნავი უნდა იყოს ის, თუ როგორ მოამზადონ საკუთარი საზოგადოება იმისთვის, რომ დაკარგავენ ყველაფერს, რისთვისაც საკუთარი ქვეყნის მომავალს ანგრევენ. რუსეთი დაკარგავს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დეოკუპაციისთვის ჩვენს ნაბიჯებს ალტერნატივა არ აქვს და არც ექნება. ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ, პოზიციიდან პოზიციამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ წინ მივდივართ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.