ია დარახველიძემ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა

ია დარახველიძემ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა

ია დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა.

ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

"მე გამაძლებინა ჩემმა მეგობრებმა. ხალხის თანადგომამ გარშემო და გარეთ. იმიტომ, რომ მესმოდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ, ჩემზე ღელავდნენ და ზუსტად ვიცი, რომ პოლიტპატიმრებსაც ეს ამშვიდებთ, რომ ჩვენ მათთვის გარეთ ვდგავართ და მათთვის ვიბრძვით.

ველოდებოდი, რომ დამაპატიმრებდნენ და რომ დიდი ხნით წავიდოდი ციხეში. ყველას დიდი მადლობა რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა. გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს, პირველ რიგში. გავიმარჯვებთ აუცილებლად", - თქვა დარახველიძემ TV პირველთან საპატიმროს დატოვების შემდეგ.


დარახველიძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.

მას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

"ოცნების" პროკურატურა დარახველიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.