რატომ დარდობთ ჩვენს დასანქცირებაზე? ნუ ნერვიულობთ. [...] ჩემს დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენ ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. თუ იქნება სანქციები ამ ქვეყნის გადარჩენისთვის ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებთან.
აშშ-მა პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.