ზალუჟნი: ღამით რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს

ზალუჟნი: ღამით რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ცნობით, ღამით რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის 51 რაკეტა და 8 დრონი გამოიყენეს.

"უკრაინელმა დამცველებმა 8-ვე უპილოტო საფრენი აპარატი Shahed 136/131 და 18 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს.

რუსები თავს დაესხნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე სამრეწველო, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს. მტერი უკრაინის სხვადსხვა რეგიონს უმიზნებდა", - თქვა ზალუჟნიმ.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ამბობს, რუსულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტები ხარკივის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონებში გაუშვეს.