ზახაროვა იწონებს ოცნების განცხადებებს, ამბობს, რომ ეს "მოლაპარაკებების წინსვლის" იმედს იძლევა

ზახაროვა იწონებს ოცნების განცხადებებს, ამბობს, რომ ეს "მოლაპარაკებების წინსვლის" იმედს იძლევა

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კრემლის ჩვეულ, პროპაგანდისტულ რიტორიკას იყენებს.

მარია ზახაროვას თანახმად, აუცილებელია საქართველომ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულება დადოს.

"პირველად ამოცანებს შორის საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული შეთანხმების დადება, რომელიც არამხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული ამბების არ გამეორების გარანტი, არამედ "თბილისი-სოხუმი-ცხინვალის" ნორმალიზებისკენ მოძრაობის ათვლის წერტილი გახდება", - ამბობს ის.

ამასთან, ის იწონებს ქართული ოცნების მთავრობის განცხადებებს და აცხადებს, რომ "ბოლო წელს ქართული ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის აგრესიის აღიარება, ასევე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებები - მოლაპარაკებების წინსლივს იმედს იძლევა".

"არსებობს შესაძლებლობა, ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკებები წინ წავა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ აღიარა მიხეილ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფაქტი, ასევე გააკეთა განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ეს განცხადებები გადამწყვეტი გახდეს თბილისის მიდგომებში სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების დამყარების მიმართ და ასევე გადაიზარდოს კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებში", - ამბობს მარია ზახაროვა.