ვუჩიჩი სერბეთის საპროტესტო აქციებზე: გზავნილი გასაგებია, მოგვიწევს საკუთარი თავის შეცვლა

ვუჩიჩი სერბეთის საპროტესტო აქციებზე: გზავნილი გასაგებია, მოგვიწევს საკუთარი თავის შეცვლა

სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში ფართომასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ "გზავნილი გასაგებია და საკუთარი თავის შეცვლა მოუწევთ".

სერბული მედიის ცნობით, საპროტესტო აქციებზე 22 ადამიანი დააკავეს და 56 კი დაშავდა.

იმის მიუხედავად, რომ ალექსანდრ ვუჩუჩის მთავრობამ გამოაცხადა, რომ სერბეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე 107 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, მონიტორინგის დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ თქვა, რომ ბელგრადში აქციაზე 325 000 ან მეტი ადამიანი შეიკრიბა.

მანამდე, აქციის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვუჩიჩმა თქვა, რომ მოქალაქეებმა თავშეკავება უნდა გამოიჩინონ და ასევე, დაამატა, რომ "ვინც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას, დააპატიმრებენ".

28 იანვარს სერბეთის პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა პროტესტის ფონზე თანამდებობა დატოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ვუჩიჩი ამბობდა, რომ "არსად წასვლას აპირებდა".

***

სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მომხდარი ფაქტი სერბეთის მთავრობის დაუდევრობისა და კორუფციის შედეგია.