ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას მთავარი განსახილველი თემა ომის შეწყვეტა იყო.

"პროდუქტიული საუბარი შედგა პრეზიდენტ ტრამპთან, რომლის მთავარი თემაც, რა თქმა უნდა, იყო ომის დასრულება. მადლობას ვუხდით მას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის. აუცილებელია, რაც შეიძლება მალე შეწყდეს მკვლელობა, და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ მიზანს. შშეიძლებოდა უკვე ბევრს თვეს განევლო ომის გარეშე, რომ არა რუსეთის მცდელობა მისი გაგრძელების.

დღეს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ჩვენი პოზიციები შევათანხმეთ. გაცვლილი იქნა სიტუაციის ანალიზი: რუსეთმა გაამკაცრა თავისი თავდასხმების სისასტიკე. პრეზიდენტ ტრამპს სრულად აქვს ინფორმაცია რუსული დარტყმების შესახებ კიევში და სხვა ქალაქებსა და დასახლებებში.

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ. მათი ეკონომიკა განაგრძობს ვარდნას, და სწორედ ამიტომ არის მოსკოვი ასეთი მგრძნობიარე ამ პერსპექტივის და პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე განწყობის მიმართ. ამას დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია.

განვიხილეთ ევროპული ერთობლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაეხმარება ჩვენს თავდაცვას. უკვე გვაქვს ვალდებულებები ნიდერლანდებისგან, შვედეთისგან, ნორვეგიისგან და დანიისგან - ერთი მილიარდ დოლარზე მეტი ამერიკულ იარაღში, რომელსაც უკრაინა მიიღებს. გმადლობთ! ეს თანამშრომლობა ნატოს ქვეყნებთან გაგრძელდება.

ასევე განვიხილეთ ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა ამერიკასთან. უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა უპილოტოების შესახებ შეთანხმების პროექტი, მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ და საბოლოოდ შევათანხმოთ იგი. ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეთანხმება.

გმადლობთ ყველა ამერიკელ გულს, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ბრძოლას სიცოცხლის დასაცავად. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ!" - წერს ზელენსკი.