არსებული ცნობით, მარნეულში საკრებულოს მოადგილის შვილსა და ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა

არსებული ცნობით, მარნეულში საკრებულოს მოადგილის შვილსა და ახალგაზრდებს შორის ჩხუბი მოხდა

ქალაქ მარნეულში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირირპირება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის რიჩარდ გიგანის შვილსა და მარნეულელ ახალგაზრდებს შორის მოხდა.

არსებული ცნობით, კონფლიქტი საკონდიტრო მაღაზიაში დაიწყო, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გიგანმა ახალგაზრდებს მიმართა, „თათრულად ლაპარაკისთვის თავი დაენებებინათ“.

თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტის გასანეიტრალებლად ადგილზე იმყოფებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების ფრაქციის წევრები და პოლიციის მაღალჩინოსნები.

განახლება:

შსს-ის პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.