
ესტონეთი რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე NATO-ს მეოთხე მუხლის საფუძველზე კონსულტაციებს ითხოვს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრი, რისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს დილით, რუსეთის 3-მა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, MIG-31-მა, ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ნატოს გამანადგურებლებმა საპასუხო რეაგირება მოახდინეს და რუსული თვითმფრინავები უკან გაბრუნდნენ.
საჰაერო სივრცის ასეთი დარღვევა სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატოს მე-4 მუხლით კონსულტაციები მოითხოვა", - წერს მიხაილი.
ეს ნაბიჯი ტალინს საშუალებას მისცემს, აღნიშნული საკითხი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NATO-ს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო) წინაშე წამოჭრას.
ამის შემდეგ კი იმართება კონსულტაციები, რათა დადგინდეს, დაემუქრა თუ არა საფრთხე წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
დღეს 3-მა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მათ დედაქალაქ ტალინის მახლობლად, დაახლოებით, 12 წუთი დაჰყვეს.