ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ოფიციალური ვიზიტი თურქეთში. შეხვედრები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და პირველ ლედის ემინე ერდოღანთან.
პატიმრების გაცვლა - ყველა ძალისხმევა გაგრძელდება ჩვენი ხალხის სახლში დასაბრუნებლად. სურსათის უსაფრთხოება. პირველი ლედის საგანმანათლებლო და კულტურული დიპლომატია", - წერს ზელენსკი.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტის მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა X-ზე ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ანკარაში შეხვდებიან.

"შეხვედრებზე თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილება", - განაცხადა ალთუნმა.