
ხვალ, 18 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა X-ზე გაავრცელა.
ჩვენი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სამშაბათს, 18 თებერვალს, საპრეზიდენტო კომპლექსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩვენს ქვეყანას.
შეხვედრებზე თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილება.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებსა და სხვა რეგიონულ, გლობალურ საკითხზე აზრთა გაცვლა გაიმართება", - წერია განცხადებაში.