
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 5 ადამიანიდან 4-ს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილის, თემურ ქურციკიძესა და გიორგი ტალახაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ხოლო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
ცნობისთვის, შსს-მ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 ადამიანი 17 ოქტომბერს დააკავა.
ამ დროისთვის, საქმეზე ჯამში 62 ადამიანია დაკავებული.