
პროტესტის 325-ე დღეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
დღეს რუსთაველი რამდენიმე საათის წინაც იყო გადაკეტილი, თუმცა შსს-ის მუქარის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დატოვეს.
კერძოდ, "ოცნების" შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, განსაზღვრული ვადის შემდეგ ქუჩის არ გათავისუფლების შემთხვევაში, პოლიცია "კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში" იმოქმედებდა.
"მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს", - განაცხადა შსს-მ.