![მზია ამაღლობელის ადვოკატი: მისი ამოცანაა, რომ 4 მარტის სასამართლო პროცესს დაესწროს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/c7fe2420-7ec8-4457-8dbb-c22c02a74a05.jpeg)
საპროტესტო აქციებზე მონაწილე ვეფხია კასრაძე საპატიმროდან კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია პენიტენციუმა სამსახურმა და კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ პუბლიკას დაუდასტურა.
ადვოკატი პუბლიკას ეუბნება, რომ ვეფხია კასრაძემ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია, რადგან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მისივე თქმით, ცხვირის ოპერაცია ციხეში მომხდარ რაიმე ინციდენტთან დაკავშირებული არ არის.
მანამდე, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 თებერვალს, ციხიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რეზო კიკნაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ „ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო (ვეფხიამ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა)“.