ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ნაწილზე ყველა სახის ტრანსპორტის მძრაობა აიკრძალა

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ნაწილზე ყველა სახის ტრანსპორტის მძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმააციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ48 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.