კობახიძეს ყველა შეხვედრა, რაც კი ჰქონია პრემიერმინისტრობის პერიოდში, საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. კარგია, რომ არ ხდება, ცუდი მაინც არაფერი მოხდება. ერთხელ შეხვდა და ევროკავშირში ინტეგრაცია გაგვიჩერეს, მეორე შეხვედრა იყო და ამერიკამ დაფინანსება გაგვიჩერა, მესამე იყო და გერმანიამ და საფრანგეთმა დაფინანსება გაგვიჩერეს, მერე იყო და ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მიიღეს გადაწყვეტილება. კარგია, რომ არ ხვდება. ზოგადად, კობახიძე ჩვენი პარტნიორებისთვის გაუქმებულია. ახლა ჩვენ უნდა გავაუქმეთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანი, რათა აღარ ვიყოთ აი ამ მძიმე ვითარებაში.
განაცხადა კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ამერიკის ხმისინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრადიციულ მიღებაზე სტუმრების სიიდან პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძი ამოიღო. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე.