შოვის ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო, სტიქია, რომელსაც ემსხვერპლა ოჯახები და ჩვენ დავინახეთ ის, რომ ადამიანი არ არის დაცული ქვეყანაში, სისტემები არ არის აწყობილი ისე, რომ თითოეული მოქალაქის დაცულობაზე იზრუნოს, მყისიერად იმოქმედოს, მაგრამ ალბათ გაციელბით მძიმე იყო ქართული ოცნების სახე, რომელიც ჩვენ დავინახეთ. ეს რაღაც ინდიფერენტული დამოკიდებულება, ადამიანობისგან დაცლილი დამოუკიდებულება ამ პროცესში.
მართლა კითხვა გიჩნდება ადამიანს, რა გულმა გაუძლო ქვეყნის პრემიერმინისტრს, რომ პირველივე დღეს მყისიერად არ ჩავიდა ადგილზე და საკუთარ თავზე არ აიღო პასუხისმგებლობა მთელი ამ სამაშველო ღონისძიების მართვის, რა გულმა გაგიძლოთ, როცა პირველ ღამეს საერთოდ შეაჩერეთ სამაშველო ოპერაციები და მიატოვეთ ფაქტობრივად ადამიანები ამ მძიმე გასაჭირში. რომ არა მოხალისე მაშველები, შეიძლება, კიდევ მეტი ყოფილიყო მსხვერპლი, ან რა გულმა მოგცათ იმის უფლება, რომ თავს დაესხით მოხალისეებს, გადარჩენილ ადამიანებს, ორკესტრირებული შეტევა გააკეთეთ.
მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქართული ოცნების დეპუტატებს.