ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
მათივე თქმით, ხანძარი ლიკვიდირებულია.