კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, ვაკის ნაწილს წყლის მიწოდება 20 საათით, 31 ივლისის დღის 11:00 საათიდან 1 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე შეეზღუდება.
წყალი შეუწყდებათ:
წყნეთის გზატკეცილს, ჩოლოყაშვილის გამზირს, კაკლებისა და ბაგების დასახლებებს, ბაგების საერთო საცხოვრებლს, ჭავჭავაძის გამზირის N39, 41, 43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, თამარაშვილის ქუჩის N 1, 2ა, 3, 4, 9, გ. წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, საკანდელიძის, ს. დოლიძის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და უჩანეიშვილის ქუჩებს.
მათი ინფორმაციით, წყლის შეწყვეტა წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას უკავშირდება:
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია 31 ივლისს ჩაატარებს".