უორდი: პირველად 10 წლის განმავლობაში, გადავწყვიტეთ გაგვეყინა "უორდროპის დიალოგი"

უორდი: პირველად 10 წლის განმავლობაში, გადავწყვიტეთ გაგვეყინა "უორდროპის დიალოგი"

გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეტ უორდის განცხადებით, ქართული ოცნების ქმედებების გამო ბრიტანულმა მხარემ გადაწყვიტა ყოველწლიური ე.წ. უორდროპის დიალოგი გაეუქმებინა. ამასთან, გაუქმა თავდაცვის ძალებს შორის მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შეჩერდა კიბერუსაფრთხოების პროგრამა.

როგორც ელჩმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა დასავლელი პარტნიორებთან ურთიერთობა გააფუჭა.

"ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც ქართული ოცნების ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა

ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის "უორდროპის დიალოგი" მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობა", - აღნიშნა ელჩმა.