უნგრეთი, ჯაშუშობის ბრალდებით, ორ უკრაინელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

უნგრეთი, ჯაშუშობის ბრალდებით, ორ უკრაინელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტოს განცხადებით, ქვეყნიდან ორ უკრაინელ დიპლომატს ჯაშუშობის ბრალდებით აძევებს.

მისი თქმით, ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში "დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედ ორ ჯაშუშს" უნგრეთიდან დღეს გააძევებენ. ცნობილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ელჩს რამდენიმე საათის წინ ეცნობა.

"უნგრელების წინააღმდეგ ბოლო კამპანიას იგივე მიზანი აქვს, რაც წინებს. ჩვენ, უნგრელებს, მშვიდობა გვინდა, ომზე უარს ვამბობთ, უკრაინას არასდროს მიაწვდიდით იარაღს და არც ვაპირებთ ამის გაკეთებას. ჩვენ არავის მიგვიცია და არც არავის მივცემთ უფლებას, ამ ომში ჩაგვითრიოს", - თქვა სიიარტომ.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა დღეს დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების განცხადებით, გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი, რომლებიც რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას უკრაინის საზიანოდ ახორციელებდნენ. მათ შორის ისინი იკვლევდნენ, რა იქნებოდა მოსახლეობის ქცევა, თუ უნგრეთის ჯარები უკრაინაში შევიდოდა.