უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გუშინ რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია, თუმცა უკრაინელებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლეს.
"გუშინ ღამით, რუსმა ოკუპანტებმა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკრაინას ხუთი Shahed 131/136 უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ჩვენმა საჰაერო ძალებმა ხუთივე კამიკაძე დრონი გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსული არმიის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 9 სადაზვერვო თვითმფრინავი გაანადგურა.
უკრაინის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 25-ზე მეტი ჯგუფური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.