დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ალასკაში დაეშვა

დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ალასკაში დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დაეშვა.

ტრამპი ჯერ კიდევ Air Force One-ის ბორტზე იმყოფება, სანამ ვლადიმერ პუტინი ალასკაში ჩავა.

თეთრი სახლის ცნობით, თვითმფრინავში ლოდინისას ის ალიასკის სენატორებს ლიზა მურკოვსკის და დენ სალივანს, ასევე შტატის გუბერნატორ მაიკ დანლივის ხვდება.

მოსალოდნელია, რომ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ელმენდორფ-რიჩარდსონის ბაზაზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30) შეხვდება, რაც ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნდა.