
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „დღეს მშვიდობისთვის ისტორიული დღეა“.
მან დასძინა, რომ მან და ნეთანიაჰუმ ახლახან დაასრულეს შეხვედრა „ირანზე, ვაჭრობაზე, აბრაამის შეთანხმებების გაფართოებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღაზაში ომის დასრულებაზე“.
ტრამპის თქმით, ომის დასრულება არის „უფრო დიდი სურათის მხოლოდ ნაწილი, რაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას გულისხმობს. მოდით, მას მარადიული მშვიდობა ვუწოდოთ ახლო აღმოსავლეთში“.
მისი განცხადებით, მხარდაჭერის დონე, რომელიც მე ახლო აღმოსავლეთის, ისრაელისა და მისი მეზობელი ქვეყნებისგან მქონდა, "წარმოუდგენელია“.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის არაბული და ევროპული ქვეყნების ლიდერებს წინადადების შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ტრამპმა დაამატა, რომ ამ პროცესში ევროპაც აქტიურად იყო ჩართული.
"მადლობა ისრაელის პრემიერს გეგმაზე დათანხმებისთვის და ნდობისთვის, რომ ერთად მუშაობით შეგვიძლია ბოლო მოვუღოთ სიკვდილსა და ნგრევას, რასაც მრავალი წლის, ათწლეულების და საუკუნეების განმავლობაში ვხედავდით და დავიწყოთ უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი თავი მთელ რეგიონში", - თქვა ტრამპმა.